პროფესორის თქმით, მანანა კობახიძე საკონსტიტუციო სასამართლოსთვის კარგი შენაძენი იქნება

 საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსის, პროფესორ ჯონი ხეცურიანის შეფასებით, მანანა კობახიძეს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის კარგი შენაძენი იქნება.
„კობახიძე კარგი იურისტია და კარგი გამოცდილება აქვს ამ საქმეში. ის აქტიურად თანამშრომლობდა საკონსტიტუციო სასამართლოსთან, როდესაც „კონსტიტუციის 42-ე მუხლს“ ხელმძღვანელობდა.
ვფიქრობ, ძალიან კარგი კანდიდატურაა და დაკისრებულ მოვალეობასაც წარმატებით გაართმევს თავს, რადგან იცის საკონსტიტუციო სასამართლოს კანონმდებლობა, მისი პრაქტიკა, შესაბამისად, კარგი შენაძენი იქნება ის საკონსტიტუციო სასამართლოსთვის“,- განაცხადა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსმა, პროფესორმა ჯონი ხეცურიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები