სამართლის დოქტორის თქმით, მანანა კობახიძე საკონსტიტუციო სასამართლოს კარგი მოსამართლე იქნება

სამართლის დოქტორის, პროფესორ მინდია უგრეხელიძის შეფასებით, მანანა კობახიძე კარგი მოსამართლე იქნება. მისი თქმით, კობახიძეს კარგი გამოცდილება აქვს, როგორც ადვოკატად ასევე საკანონმდებლო სისტემაში მუშაობის.
„მანანა კობახიძე არის ნამუშევარი ადვოკატად და ბევრ ქვეყანაში, წესია ასეთი, რომ მოსამართლე ვერ გახდები თუ არ ხარ ადვოკატად ნამუშევარი, რათა მას არ ჰქონდეს საბრალდებო მიდრეკილებები, შესაბამისად, ეს კობახიძის ძალიან დიდი პლუსია, რაც ბევრს არ აქვს. მან, ამავე დროს, მიიღო გარკვეული გამოცდილება საკანონმდებლო სისტემაში მუშაობისას.
ვფიქრობ, ეს ყველაფერი იძლევა საკმარის საფუძველს, ჩვენ ველოდოთ კობახიძისგან, რომ ის შეეცდება საკონსტიტუციო სასამართლოს კარგი მოსამართლე გახდეს“,- განაცხადა მინდია უგრეხელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები