იურისტი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატად მანანა კობახიძის დასახელებას მიესალმება

“მრავალეროვანი საქართველოს” გამგეობის თავმჯდომარე არნოლდ სტეფანიანი აცხადებს, რომ მანანა კობახიძე გამოცდილი იურისტია, რაც საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე უმნიშვნელოვანესია.
“ჩვენ კარგად გვახსოვს მანანა კობახიძესთან თანამშრომლობა, როდესაც ის არასამთავრობო ორგანიზაციაში იყო. მას დიდი გამოცდილება აქვს ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით. პარლამენტში მოღვაწეობით მას სხვა გამოცდილება დაემატა. საზოგადოებაში არის ნაწილი, რომელიც ამბობს რომ მანანა კობახიძის კანდიდატურა მიუღებელია, რადგან ის პარტიულია და შესაბამისად, პარტიის ინტერესებს გაატარებს, თუმცა ჩვენ ვფიქრობთ, რომ მას შეუძლია პარტიული ინტერესების ზევით დადგეს. ასე, რომ ჩვენთვის მისი კანდიდატურა მისაღებია”,- განაცხადა არნოლდ სტეფანიანმა.
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის ვაკანტურ თანამდებობაზე საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის მანანა კობახიძის კანდიდატურა განიხილება. ამის შესახებ ინფორმაციას თავად კობახიძე ადასტურებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები