“ახალგაზრდა ადვოკატები” ეკონომიკის სამინისტროს საჯარო მოხელეებს პოლიტიკურ საბოტაჟში ადანაშაულებენ

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტს ასაჯაროებს, რომლის მიხედვითაც, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილთან მოქალაქე როლანდ ბლადაძის ჩამორთმეულ, სადავო ქონებაზე, სახელმწიფოს მონაწილეობით, მორიგების აქტი უნდა გაფორმებულიყო, თუმცა, როგორც “ახალგაზრდა ადვოკატებმა” „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, სამინისტროს საჯარო მოხელეების მოქმედებებით, მთავრობის განკარგულების პროექტი შეგნებულად არ განხორციელდა.
„დღეს ყველა კითხვა მოხსნილია, რომელიც ღიად მიუთითებს იმ ფაქტზე, რომ მთავრობის განკარგულების პროექტის შეუსრულებლობით სამინისტროს იურიდიულმა დეპარტამენტმა შეასრულა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დაკვეთა, დაიცვა გიორგი პაპუაშვილის ინტერესები, არ შეასრულა პრემიერის მითითებები და არ უზრუნველყო როლანდ ბლადაძის საქმეზე სამართლიანობის აღდგენა. არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, ამ პროცესში აქტიურ მონაწილეობას იღებდა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის აწ უკვე ყოფილი უფროსი, ოთარ იაშაღაშვილი, დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მირიან გამეზარდაშვილი და სასამართლოებთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსი სოფიო ახალაძე-გულორდავა. მათ სტრატეგიას საქმეზე ახმოვანებდა სამინისტროს იურისტი სვიმონ ფირცხალაიშვილი, რომლის ყველა გამოსვლა საერთო სასამართლოებში, სისტემური დანაშაულებების გამართლებას ემსახურება,”-განაცხადა „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელმა არჩილ კაიკაციშვილმა “კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.
მისივე თქმით, როლანდ ბლადაძის საქმეზე მორიგების პროექტის იმპელემენტაციაზე სდუმს ახალი მინისტრი გიორგი გვახარიაც, რომელიც გამოხმაურების გარეშე ტოვებს მხარის 2016 წლის 12 დეკემბრის მიმართვას და საქმეზე გიორგი პაპუაშვილის ინტერესების დაცვას აგრძელებს სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტიც, რაც თვალსაჩინოდ კიდევ ერთხელ ცხადი გახდა 2017 წლის 13 იანვრის სხდომაზეც.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ განცხადებით, როლანდ ბლადაძის საქმეში საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი 2016 წლის მაისში გაჩნდა. აღნიშნულს წინ უძღოდა არასამთავრობო ორგანიზაციათა ფორმატში არჩილ კაიკაციშვილის შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან და საკითხის დასმა. პრემიერის დავალებით, არჩილ კაიკაციშვილის შეხვედრა ეკონომიკის ყოფილ მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილთან, რომელმაც ვერ შეძლო ქონებაჩამორთმეულის საქმეზე რეალური გადაწყვეტილებების მიღება. წარმოდგენილი პროექტით, სახელმწიფო აღიარებს როლანდ ბლადაძის მიმართ ქონების ჩამორთმევის ფაქტს და იღებს პასუხისმგებლობას, როლანდ ბლადაძეს სიმბოლურ ფასად – 1 ლარად დაუბრუნოს ჩამორთმეული ქონება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები