შტაინმაიერი: თეთრ სახლში დონალდ ტრამპის მისვლით მსოფლიო წესრიგი დასრულდა

თეთრ სახლში დონალდ ტრამპის მისვლით მსოფლიო წესრიგი დასრულდა. ამ განცხადებას გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ფრანკ ვალტერ შტაინმაიერი ერთ-ერთი გამოცემისთვის მიცემულ ინტერვიუში აკეთებს.
ახლა მსოფლიო საზოგადოება პოლიტიკური რყევებისთვის უნდა მოემზადოს, რომელიც მმართველი რეჟიმების ცვლილებებს ახლავს თან.
ამასთან ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი აღნიშნავს, რომ გერმანიას ამერიკის ახალ ადმინისტრაციასთან დიალოგი სურს.
შეგახსენებთ, რომ ნოემბერში ტრამპის არჩევის შემდეგ გაკეთებულ განცხადებაში შტაინმაიერმა მსოფლიო ლიდერები გააფრთხილა, რომ აშშ-სთან ორმხრივი თანამშრომლობა სულ უფრო მეტად გართულდებოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები