მელბურნში მანქანით თავდასხმის დროს დაშავებული 3 თვის ბავშვი გარდაიცვალა

მელბურნში მსუბუქი მანქანით განხორციელებული თავდასხმის დროს დაშავებული 3 თვის ახალშობილი გარდაიცვალა. ის მეხუთე მსხვერპლია 2 დღის წინ მომხდარი თავდასხმისა.
პარასკევს, ქალაქის ცენტრში, უცხო პირი მსუბუქი მანქანით ხალხმრავალ ადგილზე შეიჭრა და ადამიანებს გადაუარა. ადგილზე 4 ახალგაზრდა ადამიანი დაიღუპა – 10 წლის გოგონა, 25 წლის მამაკაცი, 32 წლის ქალი და 33 წლის კაცი.
ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, ავტომობილის მძღოლი მკლავში დაჭრეს და დააპატიმრეს. მათი თქმით, მომხდარი ტერორისტულ აქტად არ შეფასებულა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები