დონალდ ტრამპის წინააღმდეგ ვაშინგტონში „ქალების მარში” გაიმართა

აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ინაუგურაციის პარალელურად, ქვეყნის უმსხვილესი ქალაქების ქუჩები საპროტესტო აქციებმა მოიცვა.
ასობით ათასი ადამიანი ე.წ. „ქალების მარშში” ჩაერთო, რომლებიც ქალთა უფლებების დარღვევებზე, რასობრივ თანასწორობაზე, ხელმისაწვდომ ჯანდაცვაზე ამახვილებენ ყურადღებას და მიიჩნევენ, რომ თეთრ სახლში დონალდ ტრამპის მისვლით ვითარება გაუარესდება.
აქციას შეუერთდნენ საზოგადოებისთვის ცნობადი სახეები, მომღერლები და მსახიობები. სოლიდარობის ნიშნად, შეერთებული შტატების გარდა, აქციები გაიმართა ლონდონში, პარიზში, ბარსელონასა და სიდნეიში. საერთო ჯამში მსოფლიოს მასშტაბით „ქალების მარში“ 700-მდე ქალაქში შედგა

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები