ფოთში ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა

ფოთში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. როგორც თვითმხილველები აცხადებენ, „ოპელის“ მარკის ავტომანქანა მოცურდა და სანიაღვრე არხში ჩავარდა. ავტომანქანას ახალგაზრდა მამაკაცი მართავდა, მიღებული ტრავმების შედეგად მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა. როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს (ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა).

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები