ნიკა მელია: დარწმუნებული ვარ, მერაბიშვილი აბსოლუტურად განსხვავებულად მოიქცევა, ვიდრე გიგი უგულავა

„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის ნიკა მელიას განცხადებით,  ”ნაციონალური მოძრაობის” ყრილობაზე ვანო მერაბიშვილის გენერალურ მდივნობასთან დაკავშირებით არანაირი გადაწყვეტილება არ მიუღიათ და აღნიშნული საკითხი არც დღის წესრიგში ყოფილა.
როგორც მელიამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა, მომავალ კვირას ის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მისვლას და მერაბიშვილთან შეხვედრას გეგმავს.  მისივე თქმით, მოხარული იქნება, თუ ვანო მერაბიშვილი გენერალური მდივნის პოზიციაზე დარჩება.
„დარწმუნებული ვარ, რომ ვანო მერაბიშვილი აბსოლუტურად განსხვავებულად მოიქცევა, ვიდრე გიგი უგულავა. გიგი უგულავა არ გამოსულა ციხიდან, როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი. გიგი უგულავა გამოვიდა საპატიმროდან, როგორც უკვე სხვა ოპოზიციური პარტიის წევრი“, – აცხადებს ნიკა მელია.
სპორტის სასახლეში გუშინ, „ნაციონალური მოძრაობის“ რიგით მეშვიდე ყრილობა გაიმართა, სადაც განაცხადეს, რომ პარტიის გენერალურ მდივნად პატიმრობაში მყოფი ვანო მერაბიშვილი რჩება. მოგვიანებით კი, ვანო მერაბიშვილმა სოციალურ ქსელში განცხადება გავრცელა და აღნიშნა, რომ  „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურ მდივნად დარჩენაზე და პარტიის ყრილობასთან დაკავშირებით, მას პოზიცია არ გამოუხატავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები