გიორგი კვირიკაშვილი პაკისტანში მომხდარი აფეთქების გამო შეშფოთებას გამოთქვამს

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი პაკისტანში მომხდარი აფეთქების გამო შეშფოთებას გამოთქვამს და გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს უსამძიმრებს.
„შეშფოთებას გამოვთქვამ პაკისტანში, ქალაქ პარაჩინარში მომხდარი ტერორისტული აქტის გამო. აფეთქებას 21 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. არიან დაშავებულებიც.  ვუსამძიმრებ დაღუპულების ოჯახებსა და ახლობლებს, პაკისტანელ ხალხს და მთავრობას. გამოჯანმრთელებას ვუსურვებ დაშავებულებს. იმედს ვიტოვებ, რომ ყველა, ვინც ეს სისასტიკე დაგეგმა და განახორციელა, უმკაცრესად აგებს პასუხს“, – აცხადებს გიორგი კვირიკაშვილი.
პაკისტანში, ავღანეთის საზღვართან მომხდარ აფეთქებას სულ მცირე 21 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. აფეთქება პარაჩინარის ბაზარში, ხალხმრავალ ადგილას მოხდა. აფეთქების შედეგად, 50-ზე მეტი ადამიანი დაშავდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები