ირაკლი კობახიძე პარლამენტის ქუთაისიდან თბილისში გადატანაზე მსჯელობის ფაქტს უარყოფს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე უარყოფს “პატრიოტთა ალიანსის” წევრის ადა მარშანიას მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, საკონსტიტუციო კომისიის სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე პარლამენტის ქუთაისიდან თბილისში გადატანის საკითხზე იმსჯელეს.
როგორც კობახიძემ ”საზოგადოებრივი მაუწყებლის” ეთერში განაცხადა, მას არ მოუსმენია ”პატრიოტთა ალიანსის” წევრის, ადა მარშანიას კომენტარი პარლამენტის მდებარეობასთან დაკავშირებით.
”მე ეს კომენტარი არ მომისმენია, ჩვენ მსჯელობა ამ საკითხთან დაკავშირებით დღეს არ გვქონია, დღეს მსჯელობა შეეხებოდა კონსტიტუციის პრეამბულას, პირველ თავს, მეორე თავს. ამ თავებით არ არის დარეგულირებული პარლამენტის ადგილსამყოფელი, შესაბამისად, ამ საკითხთან დაკავშირებით დღეს კომისიის სამუშაო ჯგუფს არ უმსჯელია”, – განაცხადა კობახიძემ.
შეგახსენებთ, რომ ფრაქცია ”საქართველოს პატრიოტების” წევრმა ადა მარშანიამ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ შეთანხმდნენ პარლამენტის თბილისში მუშაობაზე.
როგორც მარშანიამ აღნიშნა, პარლამენტის ქუთაისიდან თბილისში გადმოტანის წინააღმდეგი არავინაა და ეს მოხდება მაშინ, როდესაც პარლამენტი კონსტიტუციაში ცვლილებებს მიიღებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები