რუსეთიდან იტალიაში ქართველი „კანონიერი ქურდია“ ექსტრადირებული

რუსეთიდან იტალიაში ქართველი „კანონიერი ქურდი“ – ჯემალ მიქელაძე, მეტსახელად „ჯემოა“ ექსტრადირებული. ამის შესახებ გამოცემა „პრაიმ კრაიმი“ იუწყება. 41 წლის „ჯემო” მოსკოვის შერემეტიევოს აეროპორტიდან რომში გადააფრინეს.
ჯემალ მიქელაძეს იტალიაში დანაშაულებრივი დაჯგუფების შექმნა,  გამოძალვა, მექრთამეობა და ფულის გათეთრება ბრალდება. 2014 წლის ივნისში მიქელაძეს ქალაქ ბარის სასამართლომ დაუსწრებლად 15-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა  და მასზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდა. გასული წლის მარტში „ჯემო“ რუსეთის ქალაქ კემეროვოში დააკავეს.
„პრაიმ კრაიმი“ წერს, რომ იტალიიდან რუსეთში ჯემალ მიქელაძის დაბრუნება მომავალში ნაკლებად სავარაუდოა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები