პესკოვი: პუტინი ტრამპთან შესახვედრად მზად არის

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინი აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან შესახვედრად მზად არის. ამასთანავე, პესკოვი აცხადებს, რომ ასეთი მნიშვნელოვანი შეხვედრის მომზადებას შეიძლება რამდენიმე თვე დასჭირდეს. ამის შესახებ სააგენტო “ტასი“ იუწყება.
ცნობისთვის, დონალდ ტრამპმა, პრეზიდენტად არჩევის წინ, რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზების სურვილი გამოთქვა. ექსპერტები ტრამპის ამ დაპირებას საკმაოდ სკეპტიკურად აფასებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები