სოფიო კილაძე: პარლამენტი შესაძლებელია იყოს თბილისშიც, შესაძლებელია იყოს ქუთაისშიც, მოსაფიქრებლად დრო გვჭირდება

 “საპარლამენტო უმრავლესობას ჯერ კიდევ სჭირდება დრო იმისთვის, რომ შეჯერდეს, რომელი მოდელია უკეთესი პარლამენტის ქუთაისში დარჩენა თუ თბილისში გადმოტანა”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა სოფიო კილაძემ განაცხადა.
როგორც კილაძე განმარტავს, ამ ეტაპზე კომისიის წევრები სამუშაო რეჟიმში არიან და მიღწეულია მხოლოდ პირველადი კონსენსუსი გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით. ”ვფიქრობ, რაიმე განცხადებების გაკეთება ამ ეტაპზე ძალიან ნაადრევია. ჯერჯერობით, ყველანი ვართ სამუშაო რეჟიმში. ყველა საკითხთან დაკავშირებით მიღწეულია პირველადი კონსენსუსი.
შესაძლებელია იყოს თბილისშიც, შესაძლებელია – იყოს ქუთაისშიც. მე ვერ ვხედავ პრინციპულ განსხვავებას რომელიმე მოდელში. დრო გვჭირდება მოსაფიქრებლად, ვინაიდან არგუმენტები ორივე ვარიანტს გააჩნია”, – განაცხადა კილაძემ.
რაც შეეხება კონსტიტუციის პრეამბულაში საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებაზე ჩანაწერის გაკეთებას, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი აღნიშნავს, რომ საბოლოო გადაწყვეტილება არც ამ საკითხთან დაკავშირებით არის მიღებული და რომ დღევანდელ განხილვაზე წარმოდგენილი იყო არგუმენტები, როგორც ამ ჩანაწერის გაკეთების სასარგებლოდ, ასევე საწინააღმდეგოდ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები