გიორგი მოსიძე ვიზიტით კიევში იმყოფებოდა

საქართველოს პარლამენტის წევრი გიორგი მოსიძე, 19-20 იანვარს ვიზიტით  კიევში იმყოფებოდა.ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, დეპუტატმა შეხვედრა უკრაინის უმაღლესი რადის თავმჯდომარის პირველ მოადგილესთან, ირინა გერაშჩენკოსთან გამართა. მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობებისა და საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ ისაუბრეს.
საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფთან გამართული შეხვედრისას, მხარეებმა საპარლამენტთაშორისო  ურთიერთობებისა და მეგობრობის ჯგუფების თანამშრომლობის  გააქტიურების მნიშვნელობაზე იმსჯელეს.
ვიზიტის ფარგლებში, გიორგი მოსიძემ გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა  ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში უკრაინის უმაღლესი რადის დელეგაციის  ხელმძღვანელთან, ვოლოდიმერ არევთან და დელეგაციის  წევრებთან – ლეონიდ ემეცთან და სერგეი სობოლევთან, სადაც ევროპის საპარლამენტო ასამბლეაში ორი ქვეყნის დელეგაციას შორის ურთიერთობის გაღრმავების მნიშვნელობასა და  საქართველოსა და უკრაინის ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესზე ისაუბრეს.
საქართველოს პარლამენტის წევრმა შეხვედრა ასევე,  სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარესთან, არტურ პალატნისთან და უკრაინის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, ალექსანდრ იარემასთან გამართა, სადაც ორ ქვეყანას შორის ტურიზმისა და სპორტის მიმართულებით თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
შეხვედრებს უკრაინაში საქართველოს ელჩი მიხეილ უკლება და საელჩოს უფროსი მრჩეველი ალექსანდრე ყიფიანი ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები