ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრი ათი წლის გახდა

20 იანვარს, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ხელოვნების სასახლეში, ა(ა)იპ კულტურის ცენტრმა საანგარიშო კონცერტი გამართა და 10 წლის იუბილე აღნიშნა.
ღონისძიებამ, რომელსაც ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატი, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე, ჩოხატაურისა და ლანჩხუთის მაჟორიტარი დეპუტატი ნინო წილოსანი, გურიის მხარისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები, ხელოვნებისა და კულტურის სფეროს მოღვაწეები ესწრებოდნენ, ანშლაგით ჩაიარა.
საბიუჯეტო დაფინანსებაზე მყოფი აიპი 10 წელია აქტიურადაა ჩართული რაიონის კულტურულ ცხოვრებაში. ცენტრში ფუნქციონირებს ანსამბლები: „გურია“, „ამაღლება“, „მადნილი“, „ნართი“, სალოტბარო სტუდია, საესტრადო ჯგუფი „ჯინსების თაობა“, ვაჟთა ვოკალური ტრიო;
ქორეოგრაფიული ანსამბლები: „ფერხული“, „ილეკრო“;
სახალხო თეატრი, რომელიც მრავალწლიანი პაუზის შემდეგ, სწორედ კულტურის ცენტრმა აღადგინა და რომელმაც ბოლო წლებში არაერთი წარმატება მოუტანა მუნიციპალიტეტს.
მიუხედავადა იმისა, რომ წლების განმავლობაში, ცენტრს არც შენობა გააჩნდა და არც სარეპეტიციო დარბაზი ჰქონდა, აქ არსებულმა ანსამბლებმა წარმატებებს ქვეყნის გარეთაც მიაღწიეს. კულტურის ცენტრის აღსაზრდელებმა მრავალი საერთაშორისო ფესტივალი მოიგეს.

16215923_1588636884494701_1442609876_n 16238013_1588636881161368_195612668_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები