პოლიციელი, რომელმაც ლაგოდეხში, რესტორანში მოქალაქეს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა, დაკავებულია

პოლიციელი, რომელმაც მოქალაქეს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა, დაკავებულია, – ამის შესახებ „კვირას“ მთავარი პროკურატურის პრესსამსახურში განუცხადეს.
მათივე ინფორმაციით, დანაშაულში ეჭვმიტანილი ლაშა წიქარიშვილია, რომელსაც შსს ლაგოდეხის რაიონული სამმართველოს ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობა ეკავა.
როგორც პროკურატურაში აცხადებენ, მომხდარ ფაქტს მის სამსახურებრივ საქმიანობასთან კავშირი არ აქვს.
უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ მკვლელობის მცდელობა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მომხდარ კონფლიქტს უკავშირდება.
შეგახსენებთ, რომ ლაგოდეხში ერთ-ერთ რესტორანში პოლიციელმა მოქალაქეს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა.
მომხდარს წინ უძღოდა ურთიერთშელაპარაკება, რომლის მიზეზიც, სავარაუდოდ, მოქალაქის მხრიდან პოლიციელის მეუღლისათვის გაგზავნილი მოკლე ტექსტური შეტყობინება გახდა.
დაჭრილი მოქალაქე გურჯაანის რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. მას ჭრილობა მუცლის არეში აქვს მიყენებული. ექიმების თქმით, მიყენებული დაზიანება სიცოცხლესთან შეუთავსებელი არ არის.
საქმეს საქართველოს მთავარი პროკურატურა იძიებს.
როგორც „კვირას“ მთავარი პროკურატურის პრესსამსახურში განუცხადეს, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 108 -ე მუხლით მიმდინარეობს, რაც მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები