ქართველი ცოლ-ქმარი, რომლებმაც სტამბოლში ებრაელი ბიზნესმენი მოკლეს, თურქეთში დააკავეს
ქართველი ცოლ-ქმარი, 43 წლის შალვა ჩურგულაშვილი და მისი მეუღლე, 42 წლის ეკატერინე ვარდანიძე, რომლებიც თურქეთში ებრაელი ბიზნესმენის მკვლელობაში არიან ეჭვმიტანილები, პოლიციამ დააკავა. სააგენტო sozcu.com-ის ინფორმაციით, წყვილი სტამბოლი-თბილისის ავტობუსით მგზავრობდა.
მათი ჩხრეკისას პოლიციამ 2 გრამი ჰეროინი, 2 600 ევრო და 6 600 თურქული ლირა ამოიღო.
პოლიციის ინფორმაციით, დაკავებულებმა სტამბოლში ებრაელი ბიზნესმენი იან ლევინი მოკლეს და მისი სახლი გაძარცვეს.
ფაქტის შესახებ ინფორმირებულია საქართველოს გენერალური საკონსულო სტამბოლში.
როგორც „კვირას“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, საკონსულოში ოფიციალური შეტყობინება შესულია, მიმდინარეობს გამოძიება და საქართველოს საკონსულო სტამბოლში მუდმივ კონტაქტზეა ადგილობრივ სამართალდამცველებთან.