თბილისში ინდოეთის მოქალაქე დააყაჩაღეს – დანაშაული გახსნილია

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მე-7 განყოფილების თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1992 წელს დაბადებული ე.მ. ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს.
შს სამინისტროს ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული ინდოეთის მოქალაქე გ.მ.-ს თბილისში, ალექსანდრე ყაზბეგის გამზირის N31-ში მდებარე შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია გირო კრედიტის“ ლომბარდში შეჰყვა, სადაც დაზარალებულმა 100 აშშ დოლარი შესაბამისი ოდენობის ლარზე გადაცვალა.
გამოსვლისას ე.მ. მას უკან გამოჰყვა, დანის მუქარით ფული მოსთხოვა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა მომხდარ ფაქტზე რეაგირება ოპერატიულად მოახდინეს. პოლიციამ, საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია გირო კრედიტის“ ლომბარდში, ასევე, მის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სათვალთვალო ვიდეოკამერების ჩანაწერები ამოიღო, რის შედეგადაც მოხდა სავარაუდო დამნაშავის ვიზუალური იდენტიფიცირება, პიროვნების დადგენა და დაკავება. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 179-ე მუხლით).

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები