იმერეთში მანდატურმა სკოლის მოსწავლესთან სექსუალური კავშირი დაამყარა

იმერეთის რეგიონის ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში მანდატურმა სკოლის მოსწავლესთან სექსუალური კავშირი დაამყარა. ადგილობრივების ინფორმაციით, მანდატური ახალგაზრდა მამაკაცია, დაზარალებული კი 15 წლის გოგონაა, ის აღნიშნულ სკოლაში ერთი წლის წინ გადავიდა.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით,  მანდატური სამსახურიდან უკვე გათავისუფლებულია.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლით (სქესობრივი კავშირი ან სექსუალური სხვაგვარი მოქმედება 16 წლის ასაკს მიუღწეველთან) მიმდინარეობს. დანაშული შვიდიდან ცხრა წლამდე ვადით  თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები