შსს-ს ინფორმაციით, გიორგი ჯახუა, რომლის სახლიდანაც კანაფი ამოიღეს, სასულიერო პირი არ არის

საქართველოსა შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ქუთაისში, გიორგი ჯახუას ბინიდან ამოღებულია მარიხუნა და ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260 -ე მუხლით მიმდინარეობს (ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება).
რაც შეეხება ჯახუას მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ სამართალდამცველებმა მისი სახლის ჩხრეკისას იარაღიც ამოიღეს, შსს-ში ამ ინფორმაციას უარყოფენ. ამასთან, უწყებაში აცხადებენ, რომ გიორგი ჯახუა სასულიერო პირი არ არის.
შეგახსენებთ, რომ გიორგი ჯახუამ დღეს „გირჩი“ ოფისში პრესკონფერენცია გამართა და განაცხადა, რომ სამართალდამცავებმა ქუთაისში მისი სახლის ჩხრეკისას, მარიხუანა და იარაღი ამოიღეს. დიაკონი ირწმუნება, რომ კანაფს დაავადების სამკურნალოდ იყენებდა.
“C ჰეპატიტი, B კატეგორიის დიაბეტი, ღვიძლის ავთვისებიანი სიმსივნე და ქოლეცისტიტი მაქვს, ამიტომ ვიყენებ კანაფს. წამალს საერთოდ არ ვხმარობ”, – განაცხადა ჟურნალისტებთან ჯახუამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები