„გირჩის“ ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ქუთაისში სასულიერო პირის სახლიდან მარიხუანა ამოიღეს

„ახალი პოლიტიკური ცენტრის – გირჩის“ ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ქუთაისში, სასულიერო პირის სახლის ჩხრეკისას, მარიხუანა ამოიღეს.
როგორც პრესკონფერენციაზე „გირჩის“ ქუთაისის საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარემ, თემურ ცამციშვილმა განაცხადა, დიაკვანი მამა გიორგი (ჯახუა), რომელიც ქუთაისში ცხოვრობს, მარტვილის რაიონის სოფელ სალხინოში მსახურობს. მისივე თქმით, პოლიციელები სასულიერო პირს “დამცინავად მოეპყრნენ“.
პრესკონფერენციას სასულიერო პირიც ესწრებოდა, რომელმაც აღნიშნა, რომ კანაფს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო იყენებდა. მისი თქმით, C ჰეპატიტით, დიაბეტითა და ავთვისებიანი სიმსივნითაა დაავადებული.
გიორგი ჯახუამ სამართალდამცველები უფლებამოსილების გადამეტებაში დაადანაშაულა და განმარტა, რომ პოლიციელებმა ორ ძირ კანაფთან ერთად, ანტიკვარული ნივთი წაიღეს.
დიაკვნის უფლებებს „გირჩის“ იურისტი დაიცავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები