გერმანიაში, ჯგუფური ქურდობის ბრალდებით, საქართველოს 10 მოქალაქე დააკავეს

გერმანიაში, ჯგუფური ქურდობის ბრალდებით, საქართველოს ათი მოქალაქე დააკავეს. გერმანული მედიის ინფორმაციით, მასშტაბური სპეცოპერაცია ქალაქ დრეზდენსა და მის შემოგარენში დილით, 06:00 საათზე დაიწყო. სპეცოპერაციაში 600-მდე სამართალდამცველი მონაწილეობდა. სპეცოპერაციის დროს 35 საცხოვრებელი სახლი გაჩხრიკეს, რის შედეგადაც, 26-დან 38 წლამდე ასაკის ქართველი მამაკაცები დააკავეს.
პოლიციის ცნობით, ისინი ქვეყანაში დევნილის სტატუსით იმყოფებოდნენ. გამოძიების ინფორმაციით, ქართველები ძირითადად, სასმელს, სიგარეტს, ყავას, ბავშვების საკვებ პროდუქტებს და პარფიუმერიას იპარავდნენ და შემდეგ ევროპის სხვა ქვეყნებსა და აზიაში ყიდდნენ. ასევე, ოფიციალური ინფორმაციით, საქართველოს ერთ-ერთ მოქალაქეს 30 გრამი კრისტალი და ჰეროინი აღმოაჩნდა.
ამ დროისთვის დაპატიმრებულები წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფებიან. მათი ვინაობა ჯერჯერობით უცნობია. საქართველოს მოქალაქეების სასამართლო პროცესი ხვალ გაიმართება. დაკავებულები არიან ასევე ლატვიისა და ვიეტნამის მოქალაქეები.
„საპოლიციო ოპერაცია განხორციელდა საქსონიის მიწაზე. საქართველოს საელჩომ მიიღო ოფიციალური არხებით შეტყობინება 10 ქართველის დაკავების შესახებ, რომლებიც ქურდობაში და ამ სახის დანაშაულში არიან ეჭვმიტანილნი. სასამართლო პროცესი, ყველა შემთხვევაში, გერმანიაში იქნება. იმის მიხედვით, ისინი სასჯელს მოიხდიან თუ მათ გააძევებენ, დამოკიდებულია იმაზე, გერმანიის პროკურატურას რა პოზიცია ექნება“,- განუცხადა ტელეკომპანია „იმედს“ საქართველოს კონსულმა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, კახაბერ შიშნიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები