სოფიო კილაძე: ყოველთვის იქნებიან ადამიანები, რომელთაც პოლიტიკა საერთოდ არ აინტერესებთ

„ყოველთვის იქნებიან ადამიანები, რომელთაც პოლიტიკა საერთოდ არ აინტერესებთ” – ამ სიტყვებით პასუხობს ნაძალადევის მაჟორიტარი დეპუტატი სოფიო კილაძე NDI-ის კვლევის შედეგს, რომლის მიხედვით, გამოკითხულთა ნაწილმა არ იცის, თუ ვინ არის მათი მაჟორიტარი დეპუტატი.
„ყოველთვის იქნებიან ადამიანები, რომელთაც პოლიტიკა საერთოდ არ აინტერესებთ. არ აინტერესებთ, თუ ვინ არიან პოლიტიკაში, მათ შორის, თუ ვინ არიან მაჟორიტარი დეპუტატები პარლამენტში მათი რაიონიდან. აქვე ვიტყვი, რომ ხელისუფლებამ დაამკვიდრა ხალხთან ურთიერთობის სტანდარტი. პირადად მე ამომრჩეველს ყოველ კვირას ვხვდები და შესაძლებლობის ფარგლებში მაქსიმალურად ვეხმარები მათ“, – აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბრისას სოფიო კილაძემ.
NDI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 33 %-მა არ იცის, ვინ არის მისი მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში. კითხვაზე – ვინ არის თქვენი მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში? – 65 %-მა იმ გამოკითხულებიდან, ვინც მონაწილეობა მიიღო 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში, სწორი პასუხი გასცა, 8% -მა არასწორი, ხოლო 25%-მა უპასუხა, რომ არ იცის. გამოკითხულთა 1%-მა პასუხზე უარი განაცხადა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები