ირაკლი კობახიძემ ყირგიზ კოლეგას სამძიმრის წერილი გაუგზავნა

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ბიშკეკში მომხდარი ავიაკატასტროფის გამო, ყირგიზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჩინიბაი ტურსუნბეკოვს სამძიმრის წერილი გაუგზავნა და საქართველოს პარლამენტის სახელით, ყირგიზ ხალხს თანადგომა გამოუცხადა.
„თქვენო აღმატებულებავ, გისამძიმრებთ თქვენ და სრულიად ყირგიზ ერს ბიშკეკში, 2017 წლის 16 იანვარს მომხდარი ტრაგიკული ავიაკატასტროფის გამო.
საქართველოს პარლამენტი დგას ყირგიზეთის უმაღლეს საბჭოში ჩვენი კოლეგების და ამ საზარელი ტრაგედიის შედეგად დაზარალებულთა ოჯახის წევრებისა და ახლობლების გვერდით“, – ნათქვამია სამძიმრის წერილში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები