ნუკრი ქანთარია: „უგულავა ციხეში შესვლამდე უზრდელი იყო და გამოვიდა დამშვიდებული

2012 წლის არჩევნების შემდეგ „ნაციონალებიდან“ ზოგი მებაღე გახდა და მარიხუანას რგვას მიჰყო ხელი, ზოგი დაიქსაქსა-ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ნუკრი ქანთარიამ განაცხადა.
ნუკრი ქანთარია გიგი უგულავას ტონალობას ციხიდან გამოსვლის შემდეგ დადებითად აფასებს და აქცენტს აკეთებს პარტიის რღვევაზე.
„როგორ წარიმართება „ნაციონალების“ ბედი, ეს ნაკლებად საინტერესოა, ამ პარტიის რღვევა 2012 წლის არჩევნებამდე დაიწყო, არჩევნების შემდეგ კი ზოგი მებაღე გახდა და მარიხუანას რგვას მიყო ხელი, ზოგი დაიქსაქსა. უგულავაზე იმ ის თქმა შემიძლია, რომ ის ციხეში შესვლამდე იყო საკმაოდ უზრდელი, ციხიდან გამოსვლის შემდეგ მისი რიტორიკა შეიცვალა, ცხადია კარგ პირობებში იყო, მან გადააფასა ბევრი რამ, არის აბსოლუტურად დამშვიდებული და მისი განცხადებებიც ლოგიკურია, თუმცა ის არასდროს ყოფილა პოლიტპატიმარი და ეს უნდა აღიაროს,“-განაცხადა ნუკრი ქანთარიამ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები