პრემიერის მრჩეველი აშშ-ში რეგიონალური უსაფრთხოების საკითხების განხილვაში მონაწილეობს

საგარეო ურთიერთობათა საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი თედო ჯაფარიძე აშშ-ში ვიზიტს განაგრძობს. გუშინ პრემიერის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ს პრეზიდენტის მრჩეველის მოადგილეს ავრილ ჰეიენს, სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწეს ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ბრიჯიტ ბრინკს, ნაციონალური დემოკრატიული ინსტიტუტის პრეზიდენტს კენეთ ვოლაკს და საერთაშორისო მშვიდობისათვის კარნეგის ფონდის პრეზიდენტს, ელჩ უილიამ ბერნს შეხვდა.
ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, შეხვედრებზე საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის ორმხრივი ურთიერთობები, რეგიონალური უსაფრთხოების საკითხები, და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები