შს სამინისტროს თანამშრომლებმა 2 დღის განმავლობაში სხვადასხვა დანაშაულის ჩადენისათვის 64 პირი დააკავეს (ვიდეო)

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ორი დღის განმავლობაში ჩადენილი სისხლის სამართლის დანაშაულისთვის – 22, ხოლო ადმინისტრაციული სამართლდარღვევისთვის – 42 პირი დააკავეს, – ამის შესახებ ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ სტატისტიკურ მონაცემებში.
დოკუმენტი, 2017 წლის 16-17 იანვარს, საქართველოში საპოლიციო კონტროლის დროს პოლიციის თანამშრომლების მიერ გამოვლენილ დანაშაულს შეეხება. შს სამინისტროს მიერ გავრცელებულ სტატისტიკურ მონაცემებს უცვლელად გთავაზობთ.
„შინაგან საქმეთა სამინისტრომ, დანაშაულის პრევენციისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით, პოლიციის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სპეციალური საპოლიციო კონტროლი განახორციელა.
2017 წლის 16-17 იანვარს, საპოლიციო კონტროლის დროს, სამართლდამცველების მიერ გამოვლინდა სისხლის სამართლის 129 დანაშაული.
მათ შორის: ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების (სსკ-ს 236-ე მუხლი) – 63 ფაქტი;
ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება (სსკ-ს 117-ე მუხლი) – 1 ფაქტი;
ქურდობის (სსკ-ს 177-ე მუხლი) – 15 ფაქტი; ქურდობის მცდელობის (სსკ-ს 19-177-ე მუხლი) – 1 ფაქტი;
ოჯახში ძალადობის (სსკ-ს 126-პრიმა მუხლი) – 3 ფაქტი; ძალადობის (სსკ-ს 126-ე მუხლი) – 4 ფაქტი;
ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების (სსკ-ს 260-ე მუხლი) – 19 ფაქტი;
ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის დათესვა-მოყვანა-კულტივირების (სსკ-ს 265-ე მუხლი) – 2 ფაქტი;
ხულიგნობის (სსკ-ს 239-ე მუხლი) – 2 ფაქტი.
საპოლიციო კონტროლის დროს გამოვლინდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 1088 შემთხვევა, მათ შორის: დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობის (ასკ-ს 166-ე და 173-ე მუხლები) – 24 ფაქტი;
ცივი იარაღის ტარების (ასკ-ს 181-პრიმა მუხლი) – 43 ფაქტი. ნარკოტიკების უკანონო მოხმარების (ასკ-ს 45-ე მუხლი) – 45 ფაქტი;
საპოლიციო კონტროლის მიმდინარეობისას, უკანონო ბრუნვიდან ამოღებულ იქნა შემდეგი სახის ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა: 5 ავტომატი, 9 პისტოლეტი, 1 რევოლვერი, 7 შაშხანა, 5 გადაჭრილი სანადირო თოფი, 2 სანადირო თოფი, 1 საფანტის პისტოლეტი, 18 ხელყუმბარა, 3 ყუმბარმტყორცნის ჭურვი, 1 ტანკსაწინააღმდეგო ნაღმი და სხვადასხვა კალიბრის 2858 საბრძოლო ვაზნა.
სამართლდამცველებმა ასევე ამოიღეს სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება.
საპოლიციო კონტროლის დროს, პოლიციამ ჩადენილი სისხლის სამართლის დანაშაულისთვის – 22, ხოლო ადმინისტრაციული სამართლდარღვევისთვის – 42 პირი დააკავა“ – ნათქვამია დოკუმენტში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები