მაკა ჩიჩუა ძმის დაკავების საქმეზე: დიდი იმედი მაქვს, რომ ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა

“დიდი იმედი მაქვს, რომ ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა და ყველა მიხვდება, რომ ეს ადამიანი კრიმინალი არ არის”, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პირველმა ლედიმ, მაკა ჩიჩუამ მიდი ძმის, მიხეილ მგალობლიშვილის საქმესთან დაკავშირებით განუცხადა.
ჩიჩუას თქმით, მას სამართლიანობის იმედი აქვს. როგორც პირველმა ლედიმ აღნიშნა, მისი ძმა მხატვარია და ძალიან უყვარს თავისი საქმე.
”ვიცი, რომ ჩემი ძმა დილიდან საღამომდე ზის და ხატავს. არის მხატვარი და ძალიან უყვარს თავისი საქმე. მე დიდი იმედი მაქვს, რომ ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა და ყველა მიხვდება, რომ ეს ადამიანი კრიმინალი არ არის. მე ვენდობი სამართლიანობას”, – განაცხადა მაკა ჩიჩუამ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიხეილ მგალობლიშვილს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებულ დანაშაულში ედება ბრალი, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. მგალობლიშვილს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები