ირაკლი სესიაშვილი საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს შეხვდა

თავდაცვის სისტემაში მიმდინარე რეფორმები, საქართველოს უსაფრთხოების სისტემა და ევროპის სტაბილურობის საკითხები განიხილეს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილის და ევროკავშირის ელჩის იანოშ ჰერმანის შეხვედრისას.
შეხვედრაზე მხარეებმა ევროპის სტაბილურობისა და უსაფრთხოების საკითხებიც განიხილეს და ყურადღება საქართველოსა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის ამ მიმართულებით არსებულ თანამშრომლობაზე გაამახვილეს.
„ევროკავშირი საქართველოს ერთ-ერთი მთავარი პარტნიორია, რასაც მოწმობს მასთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმება და ვიზალიბერალიზაციის მიმართულებით გატარებული ღონისძიებები. ეს არა არის მხოლოდ სტატიკური შედეგი და იგი იმ ერთიანი პროცესის ნაწილს წარმოადგენს, რაც დემოკრატიისა და ცხოვრების ისეთი სტანდარტების დამკვიდრებას გულისხმობს, რომელიც განვითარებულ ევროპას აქვს”, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა შეხვედრის დასასრულს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები