თბილისის მეტროპოლიტენი შეფერხებით მუშაობს

თბილისის მეტროპოლიტენში, ”დიდუბე”-”ახმეტელის თეატრისა” და საპირისპირო მიმართულებით მატარებლების მოძრაობა შეჩერებულია.
როგორც „კვირას“ ”თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში” განუცხადეს, მოძრაობის შეფერხება დეპოში შემავალი მატარებლის ტექნიკურმა დაზიანებამ გამოიწვია. აღნიშნულ მატარებელში მგზავრები არ ისხდნენ.
”თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში” აცხადებენ, რომ შესაბამისი სამსახურები პრობლემის დროულად მოსაგვარებლად მუშაობენ და პრობლემა ცოტა ხანში აღმოიფხვრება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები