ბოლნისის გამგებელმა თანამშრომლებს თავისი ახალი წარმომადგენელი გააცნო

ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გაფართოებულ თათბირზე, სტრუქტურული ერთეულებისა და გამგეობის დაქვემდებარებაში მყოფი კერძო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელებს ახალი კადრები წარუდგინა.
დავით შერაზადიშვილმა გამგებლის წარმომადგენლად ქალაქ ბოლნისში დიმიტრი მოდებაძე დანიშნა.
გამგებელმა თანამშრომლებს ახალი წარმომადგენელი გააცნო და განაცხადა, რომ დიმიტრი მოდებაძე ახლგაზრდა, ენერგიული და პასუხისმგებლობით სავსე კადრია.
,,მჯერა, დიმიტრი სამაგალითოდ გაართმევს თავს მასზე დაკისრებულ მოვალეობას და იქნება ღირსეული წარმომადგენელი ქალაქ ბოლნისის ადმინისტრაციულ ერთეულში”,- აღნიშნა დავით შერაზადიშვილმა.
დღესვე, ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა სამსახურის უფროსებს გამგეობის ადმინისტრაციულ სამსახურში საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების შექნის შესახებ აცნობა და ახალი სპეციალისტებიც გააცნო.
„მოგეხსენებათ, მეტად მნიშვნელოვანია საზოგადოების სწორად ინფორმირება მუნიციპალიტეტში მიმდინარე ყველა მნიშვნელოვან საკითხთან მიმართებაში. ჩვენი ვალდებულებაა, ხალხს ერთგვარი ანგარიში ჩავაბაროთ, თუ რამდენად პრიორიტეტულად იხარჯება ადგილობრივი ბიუჯეტის თანხები. სწორედ ამიტომ, შეიქმნა ახალი განყოფილება, დაგვემატნენ მოტივირებული ახალგაზრდები, რომლებიც ენერგიას არ დაზოგავენ იმისთვის, რომ ჩვენი გაკეთებული საქმეები საზოგადოებამდე დროულად მიიტანონ”,- განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, დავით შერაზადიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები