დავით უსუფაშვილი: რატომ ჰგონია ვინმეს, რომ მარგველაშვილს კონსტიტუციის კითხვა ან ანალიზი არ შეუძლია?

პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ პრეზიდენტის გადადგომასთან დაკავშირებით გამოთქმულ მოსაზრებაზე განმარტება ჟურნალისტებთან გააკეთა. მისი თქმით, ოპონენტები ძირითადად ის ადამიანები აღმოჩნდნენ, ვინც კონსტიტუციას კარგად არ იცნობს.
“რატომ ჰგონია ვინმეს, რომ პრეზიდენტ მარგველაშვილს თვითონ კონსტიტუციის კითხვა ან ანალიზი არ შეუძლია? მე მგონი, ოპონენტები ძირითადად იყვნენ ისინი, ვინც სამწუხაროდ, პირველად წაიკითხა კონსტიტუცია და უცებ გაოგნდნენ, რომ თურმე „ვაიმე, ეს შესაძლებელია“, არადა, რა დიდი გენიოსობა და კონსტიტუციონალისტობა სჭირდება ამ ამბავს, მით უმეტეს, ჩვენი პოლიტიკური ისტორიის მქონე ხალხში“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
შეგახსენებთ, პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებით, კონსტიტუციაში ცვლილებების შესაძლო შეტანის გამო, გიორგი მარგველაშვილი შესაძლოა, ვადის ამოწურვამდე გადადგეს, რათა საპრეზიდენტო არჩევნები კონსტიტუციური ცვლილებების ძალაში შესვლამდე ჩატარდეს და ქვეყანას მომავალი 5 წელი ისევ პირდაპირი წესით არჩეული პრეზიდენტი ჰყავდეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები