ქუცნაშვილი „ნაციონალების“ დაპირისპირებაზე: ეს პროცესი, ალბათ, კიდევ უფრო სერიოზულ სკანდალებში გადაიზრდება

„თუ საკუთარ თავს არ გამოუტან სამართლიან მისაგებელს, ამას გამოგიტანენ შენი პარტიის წევრები და მე მგონი, გამოუტანეს კიდეც – დარჩა მიშა თავის აგრესიულ ჯგუფთან ერთად”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ზაქარია ქუცნაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი შეფასებით, ეს პროცესი კიდევ უფრო სერიოზულ სკანდალებში გადაიზრდება. „თუ საკუთარ თავს არ გამოუტან სამართლიან მისაგებელს, ამას გამოგიტანენ შენი პარტიის წევრები და მე მგონი, გამოუტანეს კიდეც – სიაში შეიყვანეს თავისი ხალხი და დარჩა მიშა თავის აგრესიულ ჯგუფთან ერთად, მცირე რაოდენობით. ეს პროცესი, ალბათ, კიდევ უფრო სერიოზულ სკანდალებში გადაიზრდება, იმიტომ, რომ გამორიცხულია, მათ შეძლონ ამომრჩევლების ხმების კონსოლიდირება, ამ ორსუბიექტიანი შეჯიბრის დატოვების შემთხვევაში. როგორც ირმა ინაშვილმა წაართვა ამომრჩეველი ნინო ბურჯანაძეს და ბურჯანაძე ბარიერს მიღმა დატოვა, ასევე, ამ ორი ჯგუფიდან რომელიღაცამ უნდა გაიმარჯვოს. მათ ერთი ამომჩეველი ჰყავს, ამიტომ ან ერთმა უნდა წაართვას ამომრჩეველი, ან მეორემ. ასე რომ, ეს ორი ჯგუფი, ალბათ, მრავალი თვის განმავლობაში იქნება დაპირისპირებულ რეჟიმში და პოლიტიკის კანონი გვკარნახობს, რომ რომელიღაცამ უნდა გაიმარჯვოს რომელიღაცაზე. სხვა შემთხვევაში, ჩვენ შეიძლება მივიღოთ სიტუაცია, რომ ორივე მიიღებს მონაწილეობას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში და ორივე დადგება დამარცხების რისკის ქვეშ“, – განაცხადა ქუცნაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები