თემურ ალასანიას დიალოგი იარაღით ვაჭრობის თემაზე – სკანდალური დოკუმენტები (აუდიოჩანაწერი)

„სააკაშვილი – სახელმწიფო გადატრიალების მომზადება უკრაინული სტუმართმოყვარეობის სანაცვლოდ?“, – უკრაინული გამოცემის მიერ ამ სათაურით გამოქვეყნებულ პუბლიკაციას, რომელშიც იარაღის უკანონო ვაჭრობისა და მოსყიდული ჟურნალისტების დაფინანსების თემაზეა საუბარი, საზოგადოების დიდი ინტერესი მოჰყვა.
პუბლიკაციაში გამოქვეყნდა თემურ ალასანიას დიალოგიც იარაღით ვაჭრობისშესახებ. ჟურნალისტურმა წყარომ „უკრაინული რევოლუციის“ რედაქციას გაუგზავნა სკანდალური ჩანაწერი, რომელიც ადასტურებს იარაღის ვაჭრობასთან დაკავშირებულ ყველანაირ ხმებს. ჩანაწერში თემურ ალასანია ესაუბრება ვასილი ბაბიცკის, Level-11-ის პრეზიდენტს, იარაღის მოწოდებასა და ფასების შესახებ. საუბარში ხშირად ისმის ნაღმტყორცნების, რაკეტების, ტყვიებისა და ავტომატების ფასები. ასევე, ნათლად ჩანს, რომ ლოჯისტიკის საკითხებით დაკავებულია თემურ ალასანია, ისევე, როგორც კლიენტთან კონტაქტებით, ამ შემთხვევაში, შუამავალთან Level-11-სა და ისლამისტ ტერორისტებს შორის.

გთავაზობთ, დიალოგის ქართულ თარგმანს:

თემურ ალასანია: გამარჯობა ვასილ, დიდი მადლობა, მივიღე, მაგრამ იცი, ცოტა არ იყოს დავიღალე შენს ბიჭებთან ჩხუბით. ისინი აკეთებენ ყველაფერ იმას, რასაც მე არ ვთხოვ. მე მათ ვუთხარი, რომ ფასებს, რომელიც მე გადავაკეთე, ხელი არ ახლოთ და გეტყვი რატომ. მაგალითად, მე როდესაც ფასებს ვუმატებდი, ამ 67%-ს, მე ამას ვამრგვალებდი. მაგალითად, 208 დოლარი. სინამდვილეში გამოდიოდა 208 დოლარი და 75 ცენტი. ეს 75 ცენტი მე მოვაშორე, რისთვისაა საჭირო? ვინ ყიდის ავტომატს 208 დოლარად და 75 ცენტად? ზეთი ხომ არ არის. მეთანხმები?

ვასილი: გეთანმხები.

თემურ ალასანია: მიუღებელია ასეთი რაღაც. აი კიდევ, ნაღმტყორცნი. წარმოგიდგენია?! ნაღმტყორცნი – 250 დოლარი და 50 ცენტი, ეგენი დამცინიან? დაგვცინებენ ამის გამო. გვეტყვიან, თქვენ ფასებს როგორ… მაგალითად, შემდეგი, რაკეტები… „Rocket“ რაღაც… 400 დოლარი და 80 ცენტი? სასაცილოდ აგვიგდებენ.

ვასილი: გეთანმხები, ეს არც კი განიხილება.

თემურ ალასანია: მე ეს ფასები უბრალოდ დავამრგვალე. უთხარი მაგათ ფასების გრაფა სადაც აწერია „USD“ დატოვონ ისე, როგორც მივეცი. ანუ უკვე დამრგვალებული. მე რა მაწუხებდა – მე მაწუხებდა გრაფა „Total Amount“. მე შენ უბრალოდ დაგიწერ ახლა ამას, რომ მაგათ საკუთარი თვალით დაინახონ, რაზეა საუბარი. რუსულად დაგიწერ, რომ გრაფა…

ვასილი: მნიშვნელობა არ აქვს, რა ენაზე დამიწერ.

თემურ ალასანია: ხო, რომ გრაფას „USD“ ფასებით ხელი არ ახლონ და დატოვონ დამრგვალებული ფორმით. ანუ არ უნდა დაწერონ, რომ ცალი ღირს 19 ათასი დოლარი 50 ცენტი.

ვასილი: „სმეიუტსა ნად ჩორნიმი“, თვითონ უკეთესები არიან?

თემურ ალასანია: უბრალოდ მასხარად აგვიგდებენ. აი კიდევ რაღაც მნიშვნელოვანი რამ, რომელიც ღირს 100 დოლარი და მაგათმა მიაწერეს 2 ცენტი. რა 2 ცენტი, როცა 100 დოლარია და რა 80 ცენტი, როცა 400 დოლარზეა საუბარი. მე კიდევ ერთხელ გთხოვთ, მიაქციოთ ყურადღება იმ გრაფას, რომელიც ბოლოს გამოგიგზავნეთ, იქ უკვე ყველაფერი დამრგვალებულია. მე იცი რა მიქმნიდა პრობლემას, თორემ მე თვითონ გავაგზავნიდი როგორც არის. აი მაგალითად… მე რაც მინდოდა, რომ მაგათ გაესწორებინათ და ზუსტად ეგ არ გაასწორეს. აქ არის „კაკიე ტო კარტ“ 317 დოლარი. შეიძლება 317 დოლარი ერთი ტყვია ღირდეს? 317 დოლარი და 30 ცენტი უწერიათ. კაი ამ 30 ცენტს მოვაშორებთ. ისინი ითხოვენ 2 მილიონს, როცა 2 მილიონი შეუძლებელია იყოს. იმიტომ რომ 2 მილიონი 317-ზე გამოდის 670 მილიონი დოლარი. აქ რაღაც შეცდომაა.

ვასილი: მაგ გრაფაში, სადაც 2 მილიონი 317-ზეა გამრავლებული, უნდა ეწეროს 1000 ცალზე.

თემურ ალასანია: ააა.. ათას ცალზე?

ვასილი: იმიტომ, რომ ასეთი რაღაცები ყოველთვის ითვლება 1000 ერთეულით.

თემურ ალასანია: გასაგებია, ესე იგი, სადაც ფასები არ ემთხვევა, იგულისხმება, რომ 1000-ზე უნდა. გასაგებია, ახლა ყველაფერი გასაგებია. მაშინ მე შენი ბიჭებისგან არაფერი აღარ მინდა. აი, მე როგორ გავაკეთებ ჩემს ცხრილს, ისევე გავუგზავნი.

ვასილი: ეს უბრალოდ, სპეციფიკაა ასეთი.

თემურ ალასანია: არა, არა, სპეციფიკა კი არ არის, ჩემი სიშტერის ბრალია, იმიტომ, რომ არ დავაკვირდი.

ვასილი: წვრილმანია ეს უკვე, 12,7 ზევით უკვე სათითაოდ ითვლება, მაგრამ 12,7-ს ქვევით ყველა ითვლება ათასებით.

თემურ ალასანია: დიდი მადლობა, ჩემო კარგო

ვასილი: კიდევ ერთი კითხვა მაქვს შენთან: სწორად გავიგე, რომ ხვალ 5 საათზეა შეხვედრა?

თემურ ალასანია: მე ჯერ არ ვიცი, ეს ჩემი შტერები ვერაფრით ვერ შოულობენ ჩემთვის ბილეთს. შეგიძლია, შენ რომ მიშოვო? ვერაფრით ვერ ახერხებენ მაუ-ზე ბილეთის შოვნას. სისულელეა რაღაც რა. მათ ჰქონდათ ბილეთი, მაგრამ გამაზეს ან დროულად არ გადაიხადეს ან რაღაც ეგეთი და მოკლედ, ჩემი  დღევანდელი დღის ჯავშანი გაქრა. შეგიძლია, დღეისათვის რომ დამიჯავშნო მაუ-ზე? თვითმფრინავი ხვალ დილითაა, ჩემი დროით ღამის 1 საათზე.

https://www.youtube.com/watch?v=XdVsjQeiUus

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები