სააკაშვილი სირიაში იარაღს ყიდის! – უკრაინული გამოცემა სკანდალურ პუბლიკაციას აქვეყნებს

„სააკაშვილი – სახელმწიფო გადატრიალების მომზადება უკრაინული სტუმართმოყვარეობის სანაცვლოდ?“, – უკრაინული გამოცემის მიერ ამ სათაურით გამოქვეყნებულ პუბლიკაციას, რომელშიც იარაღის უკანონო ვაჭრობისა და მოსყიდული ჟურნალისტების დაფინანსების თემაზეა საუბარი, საზოგადოების დიდი ინტერესი მოჰყვა.
ერთ-ერთი მთავარი დეტალი, რომელსაც პუბლიკაციაში ვხვდებით არის გაზეთ „ქრონიკა +“-ის რედაქტორის, ელისო კილაძის თაობაზე გაჟღერებული ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ის, დაფინანსების სანაცვლოდ, კომპრომატს აქვეყნებს.
პუბლიკაციაში დასახელებულია ჟურნალისტების მოსყიდვისათვის გამოყოფილი თანხების წყარო- იარაღის უკანონო ვაჭრობა.
„უკრაინული რევოლუციის“ ჟურნალისტების ერთ-ერთმა რესპოდენტმა განაცხადა, რომ სააკაშვილის ღვიძლი ბიძა – თემურ ალასანია იარაღის ვაჭრობაში არაერთხელ დაადანაშაულეს. სანამ სააკაშვილი საქართველოს პრეზიდენტი იყო, თემურ ალასანიასთან შეხვედრა ხელისუფლების კორიდორებში ჩვეულებრივი ამბავი იყო. ამასთანავე, ალასანია არ იკავებდა არანაირ ოფიციალურ თანამდებობას, მაგრამ ესწრებოდა უშიშროების საბჭოს ყველა სხდომას. სპეცსამსახურების ხელმძღვანელები მის გარეშე არც ერთ საკითხს არ წყვეტდნენ. როგორც ამბობდნენ, სწორედ ამიტომ, თემურს ხშირად „კარდინალ რიშელიეს“ეძახდნენ.
ეს ადამიანი საკმაოდ ჩაკეტილია, საბჭოთა კავშირის კგბ-ს ყოფილი საკადრო თანამშრომელია და ინტერვიუს მიცემას შეჩვეული არ არის. მის მაგივრად, უხერხულ კითხვებზე პასუხის გაცემა მის დისშვილს უწევდა. 2014 წლის 26 მარტს „რუსთავი 2“-სთვის მიცემულ ინტერვიუში სააკაშვილმა ხმები უარყო და განაცხადა, რომ მისი ბიძა არანაირ უკანონო საქმიანობას არ ეწეოდა.
თუმცა, ფაქტები სხვა რამეზე მეტყველებს. თემურ ალასანიას ბიოგრაფიიდან ჩანს, რომ სსრკ-ს კგბ-ს პირველ მთავარ სამმართველოში მუშაობის დროს, თემური დაკავებული იყო ლოკალურ კონფლიქტებში იარაღის სატრანსპორტო ტრანზიტის საკითხებით. ანუ უშუალოდ  აგებდა პასუხს ლეგენდის შემუშავებასა და ტვირთის შემდეგომ გაცილებაზე ამა თუ იმ წითელ პარტიზანებამდე. მისი რეკომენდაციით, სააკაშვილი სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლის დროს, კგბ-ს ელიტურ სასაზღვრო ნაწილში მოეწყო.
სსრკ-ს დაშლის შემდეგ, ალასანია იარაღის კონტრაბანდას აგრძელებდა, სირიის კონფლიქტი კი მისთვის ოქროს ძარღვია.
ჟურნალისტურმა წყარომ „უკრაინული რევოლუციის“ რედაქციას გამუგზავნა სკანდალური ჩანაწერი, რომელიც ადასტურებს იარაღით ვაჭრობასთან დაკავშირებულ ყველანაირ ხმებს. ჩანაწერში თემურ ალასანია ესაუბრება ვასილი ბაბიცკის, Level-11-ის პრეზიდენტს, იარაღის მოწოდებასა და ფასების შესახებ. საუბარში ხშირად ისმის  ნაღმმტყორცნების, რაკეტების, ტყვიებისა და ავტომატების ფასები. ასევე, ნათლად ჩანს, რომ   თემურ ალასანია დაკავებულია ლოჯისტიკის საკითხებით, ისევე, როგორც კლიენტთან კონტაქტებით, ამ შემთხვევაში, შუამავალთან Level-11-სა და ისლამისტ ტერორისტებს შორის.
ღია წყაროებიდან გასაგები ხდება, კონკრეტულად სად იყიდება იარაღი და რატომ გახდა საჭირო იარაღის ვაჭრობაში თემურ ალასანიას ჩართვა. 2015 წლის დეკემბერს სხვადასხვა მედიასაშუალებამ არაერთხელ გამოაქვეყნა მასალები ფირმა Level-11- ის მიერ ბომბების გაყიდვის შესახებ ყატარსა და საუდის არაბეთში კვიპროსის ოფშორიდან, სახელწოდებით “Blessway Limited Company”.
ჟურნალისტური გამოძიებით გაირკვა, რომ ბომბები, საბოლოოდ, ხვდებოდა სირიაში, კონკრეტულად კი „ისლამური სახელმწიფოს“ ხელში. მას შემდეგ, რაც სირიაში ბომბების მიწოდების სქემა ნათელი გახდა, საჭირო იყო ტრანსპორტირების სქემის შეცვლა და თემურ ალასანიას აყვანა, რომელსაც იარაღის კონტრაბანდის უდიდესი გამოცდილება ჯერ კიდევ კგბ-ს პირველ სამმართველოში მუშაობის დროიდან გააჩნია.

გთავაზობთ, დიალოგის ქართულ თარგმანს:

თემურ ალასანია: გამარჯობა, ვასილ, დიდი მადლობა, მივიღე, მაგრამ იცი, ცოტა არ იყოს დავიღალე შენს ბიჭებთან ჩხუბით. ისინი აკეთებენ ყველაფერ იმას, რასაც მე არ ვთხოვ. მე მათ ვუთხარი, რომ ჩემ მიერ გადაკეთებულ ფასებს ხელი არ ახლოთ-მეთქი და გეტყვი რატომ. მაგალითად, მე რომ ფასებს ვუმატებდი, ამ 67%-ს, მე ამას ვამრგვალებდი. მაგალითად, 208 დოლარი. სინამდვილეში, გამოდიოდა 208 დოლარი და 75 ცენტი. ეს 75 ცენტი მე მოვაშორე, რისთვისაა საჭირო? ვინ ყიდის ავტომატს 208 დოლარად  და 75 ცენტად? ზეთი ხომ არ არის. მეთანხმები?

ვასილი: გეთანმხები.

თემურ ალასანია: მიუღებელია ასეთი რაღაც. აი, კიდევ, ნაღმმტყორცნი. წარმოგიდგენია?! ნაღმტყორცნი – 250 დოლარი და 50 ცენტი, ეგენი რა, დამცინიან? დაგვცინებენ ამის გამო. გვეტყვიან, თქვენ ფასებს როგორ… მაგალითად, შემდეგი, რაკეტები… „Rocket“ რაღაც.. 400 დოლარი და 80 ცენტი? სასაცილოდ აგვიგდებენ.

ვასილი: გეთანხმები, ეს არც კი განიხილება.

თემურ ალასანია: მე ეს ფასები უბრალოდ, დავამრგვალე. უთხარი მაგათ, ფასების გრაფა სადაც აწერია „USD“, დატოვონ ისე, როგორც მივეცი, ანუ უკვე დამრგვალებული. მე რა მაწუხებდა? მე მაწუხებდა გრაფა „Total Amount“. მე შენ უბრალოდ, დაგიწერ ახლა ამას, რომ  საკუთარი თვალით დაინახონ მაგათ, რაზეა საუბარი. რუსულად დაგიწერ, რომ გრაფა…

ვასილი: მნიშვნელობა არ აქვს, რა ენაზე დამიწერ.

თემურ ალასანია: ხო, რომ გრაფას „USD“ ფასებით ხელი არ ახლონ და დატოვონ დამრგვალებული ფორმით, ანუ არ უნდა დაწერონ, რომ ცალი ღირს 19 ათასი დოლარი და 50 ცენტი.

ვასილი: „სმეიუტსა ნად ჩორნიმი“, თვითონ უკეთესები არიან?

თემურ ალასანია: უბრალოდ, მასხარად აგვიგდებენ. აი, კიდევ რაღაც მნიშვნელოვანი რაღაცა, რომელიც ღირს 100 დოლარი და მაგათ მიაწერეს 2 ცენტი. რა 2 ცენტი, როცა 100 დოლარია და რა 80 ცენტი, როცა 400 დოლარზეა საუბარი? მე კიდევ ერთხელ გთხოვთ, მიაქციოთ ყურადღება იმ გრაფას, რომელიც ბოლოს გამოგიგზავნეთ, იქ უკვე ყველაფერი დამრგვალებულია. მე იცი, რა მიქმნიდა პრობლემას, თორემ მე თვითონ გავაგზავნიდი, როგორც არის. აი, მაგალითად… მე რაც მინდოდა, რომ მაგათ გაესწორებინათ, ზუსტად ის არ გაასწორეს.  აქ არის „კაკიე ტო კარტ“ 317 დოლარი. შეიძლება 317 დოლარი ერთი ტყვია ღირდეს? 317 დოლარი და 30 ცენტი უწერიათ. კარგი, ამ 30 ცენტს მოვაშორებთ. ისინი ითხოვენ 2 მილიონს, როცა 2 მილიონი შეუძლებელია იყოს, იმიტომ, რომ 2 მილიონი 317-ზე გამოდის 670 მილიონი დოლარი. აქ რაღაც შეცდომაა.

ვასილი: მაგ გრაფაში, სადაც 2 მილიონი 317-ზეა გამრავლებული, უნდა ეწეროს 1000 ცალზე.

თემურ ალასანია: ააა.. ათას ცალზე?

ვასილი: იმიტომ, რომ ასეთი რაღაცები ყოველთვის ითვლება 1000 ერთეულით.

თემურ ალასანია: გასაგებია, ესე იგი, სადაც ფასები არ ემთხვევა, იგულისხმება რომ 1000-ზე უნდა. გასაგებია. ახლა ყველაფერი გასაგებია. მაშინ მე შენი ბიჭებისგან არაფერი აღარ მინდა. აი, მე როგორც გავაკეთებ ჩემს ცხრილს, ისევე გავუგზავნი.

ვასილი: ეს უბრალოდ, სპეციფიკაა ასეთი.

თემურ ალასანია: არა, არა, სპეციფიკა კი არ არის, ჩემი სიშტერის ბრალია, იმიტომ რომ არ დავაკვირდი.

ვასილი: წვრილმანია ეს უკვე, 12,7 ზევით უკვე სათითაოდ ითვლება, მაგრამ 12,7-ს ქვევით ყველა ითვლება ათასებით.

თემურ ალასანია: დიდი მადლობა, ჩემო კარგო.

ვასილი: კიდევ ერთი კითხვა მაქვს შენთან: სწორად გავიგე, რომ ხვალ 5 საათზეა შეხვედრა?

თემურ ალასანია: მე ჯერ არ ვიცი, ეს ჩემი შტერები ვერაფრით ვერ შოულობენ ჩემთვის ბილეთს. შეგიძლია, შენ რომ მიშოვო? ვერაფრით ვერ ახერხებენ მაუ-ზე ბილეთის შოვნას. სისულელეა რაღაც რა. მათ ჰქონდათ ბილეთი, მაგრამ გამაზეს ან დროულად არ გადაიხადეს ან რაღაც ეგეთი და მოკლედ,  ჩემი  დღევანდელი დღის ჯავშანი გაქრა. შეგიძლია, დღეისათვის რომ დამიჯავშნო მაუ-ზე? თვითმფრინავი ხვალ დილითაა, ჩემი დროით ღამის 1 საათზე.

letter2

letter4

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები