დიმიტრი ხუნდაძე: მსოფლიო ბანკის მონაცემებით, სიღარიბის მაჩვენებელი 14%-ით შემცირდა

ნებისმიერი კვლევა მაინც სასარგებლოა, მიუხედავად იმის, რა სანდოობის ხარისხი აქვს მას, – ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.
ხუნდაძე ყურადღებას კვლევებზე ამახვილებს და აღნიშნავს, რომ 2016 წელს მსოფლიოში, ზოგადად, სავალუტო კრიზისის ტენდენცია შეინიშნებოდა. მისი თქმით, სავალუტო ფონდის კვლევების მიხედვით, საქართველოში სიღარიბის მაჩვენებელი შემცირებულია.
„მსოფლიო ბანკის მონაცემებით, საქართველოში სიღარიბის მაჩვენებელი შემცირებულია, ეს, რა თქმა უნდა არ ნიშნავს პრობლემის მოგვარებას, პრობლემები კვლავ უამრავი რჩება, თუმცა საგულისხმოა, რომ 2016 წელი, ზოგადად, კრიზისული იყო. ამ ფონზე, ნებისმიერი კვლევა ნაადრევად მიმაჩნია, თუმცა ნებისმიერი კვლევა მაინც სასარგებლოა, მიუხედავად იმისა, რამდენად სანდოა ეს კვლევა“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები