NDI-ის გამოკითხვაში კრიმინალი ნაკლებად პრობლემატურ საკითხად დასახელდა
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ ჩატარებული კვლევის ფარგლებში დასმულ კითხვაზე, რომელი ეროვნული საკითხებია თქვენთვის და თქვენი ოჯახისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი, ჩამონათვალში კრიმინალი მხოლოდ მე-16 ადგილზეა 3%-ით!
მოსახლეობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხების ხუთეული 2009 წლის შემდეგ არ შეცვლილა.
პირველ ადგილზე ისევ უმუშევრობა დასახელდა, რომელსაც ხმათა 58% ერგო, მეორეზე – ფასების ინფლაცია, ზრდა 38%, სიღარიბე – 30%, ტერიტორიული მთლიანობა – 27%, პენსიები – 24%, მეექვსეზეა ხელმისაწვდომი ჯანდაცვა – 23%-ით, შემდეგ მოდის ხელფასები – 19%, რუსეთთან ურთიერთობა – 14%, განათლება – 14%, ადამიანის უფლებები – 8%, სამართლიანობის აღდგენა 8 %, სიტყვის თავისუფლება -4%, ნატოში გაწევრიანება – 4%, ევროკავშირში გაწევრიანება- 3%, სამართლიანი არჩევნები – 3%, კრიმინალი – 3%, სასამართლო სისტემა – 3%, საკუთრების უფლება – 2%, კორუფცია – 1%, მედიის დამოუკიდებლობა – 2%, ციხეები, პატიმრები -1%, უმცირესობათა უფლებებო – 1%.