რა ეწყინა სააკაშვილისგან – უგულავა განმარტებას აკეთებს

თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულას თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ იმ წევრებს შორის, რომელთა შორის აზრთა სხვადასხვაობა არსებობდა, დაშორება ცივილიზებულად უნდა მომხდარიყო.

როგორც უგულავამ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში განაცხადა, აღნიშნული ფორმით გაყრა სააკაშვილს თავიდან შეეძლო აერიდებინა. „ერთადერთი რაც მეწყინა – მიხეილ სააკაშვილს შეეძლო ეს დაშორება გაეკეთებინა ადამიანურად, ცივილიზებულად, ეს ბალაგანი არ იყო საჭირო. ეს იყო დამამცირებელი, დამანგრეველი თვითონ პარტიისთვის, მისთვის. ერთადერთი პრეტენზია, რაც მაქვს, ეს არის რა ფორმითაც გაიყარა ეს ხალხი. ლიდერი ასე არ იქცევა – ლიდერი დაუძახებდა: მეგობრებო, ვეღარ ვართ ერთად, აღარ შეგვიძლია ერთად ყოფნა, ამდენი განსხვავება გვაქვს. მოდი, მშვიდად, წყნარად გავიყაროთ, რომ სასაცილო და დასაცინი არ გავხდეთ – ეს უნდა გაეკეთებინა, მეტი არაფერი”, – განაცხადა გიგი უგულავამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები