გიორგი კვირიკაშვილი ყირგიზეთში მომხდარი ავიაკატასტროფის გამო მწუხარებას გამოთქვამს

ყირგიზეთში თურქეთის თვითმფრინავის ავიაკატასტროფის გამო საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მწუხარებას გამოთქვამს.
საქართველოს მთავრობის მეთაური სამძიმარს უცხადებს დაღუპულთა ოჯახებს, ყირგიზ და თურქ ხალხს, ასევე მათ მთავრობებს.
„დიდ მწუხარებას გამოვთქვამ ყირგიზეთში, ქ. ბიშკეკთან მდებარე აეროპორტის მახლობლად თურქეთის ავიაკომპანიის კუთვნილი სატვირთო ავიალაინერის საცხოვრებელ სახლებზე ჩამოვარდნის გამო, რამაც ათეულობით ადგილობრივი მცხოვრების, მათ შორის ბავშვების და ასევე ეკიპაჟის წევრების სიცოცხლე იმსხვერპლა. გულრწფელ სამძიმარს ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახებს, მეგობარ ყირგიზ და თურქ ხალხს, მათ მთავრობებს“, – აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები