NDI – 53% მიიჩნევს, რომ საქართველო ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანებით მეტ სარგებელს მიიღებს

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ ჩატარებული კვლევის შედეგების თანახმად, გამოკითხულთა 53% მიიჩნევს, რომ საქართველო ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში, კერძოდ, ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციით მეტ სარგებელს მიიღებს.
NDI-ის კვლევის შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა 31%-სთვის ქვეყანა მეტ სარგებელს მიიღებს, თუ რუსეთთან უკეთესი ურთიერთობის ჩამოყალიბების სანაცვლოდ, ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე უარს იტყვის.
გამოკითხულთა 7%-სთვის საქართველოსთვის არც პროდასავლურ სტრუქტურებში გაწევრიანება და არც რუსეთთან ურთიერთობა სარგებელს არ მოიტანს.
კვლევის საველე სამუშაოები 4 ნოემბერიდან 4 დეკემბრამდე პერიოდში ჩატარდა. საქართველოს მასშტაბით, 3 141 მოქალაქე პირისპირ ინტერვიუს პრინციპით გამოიკითხა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები