NDI – 58 %-სთვის ყველაზე მნიშვნელოვანი კვლავ სამუშაო ადგილებია

NDI-ს კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 58 %-სთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული საკითხი კვლავ სამუშაო ადგილებია
“ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 58 %-სთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული საკითხი კვლავ სამუშაო ადგილებია.
ამის შესახებ NDI-ს კვლევაშია აღნიშნული.
კითხვაზე: რომელი ეროვნული საკითხია თქვენთვის ან თქვენი ოჯახისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი, გამოკითხულთა უმრავლესობა ფასების ზრდას, ინფლაციას, სიღარიბეს, ტერიტორიული მთლიანობას და პენსიებს ასახელებს.
NDI-ს კვლევის საველე სამუშაოები 4 ნოემბრიდან 4 დეკემბრის პერიოდში ჩატარდა და მის ფარგლებში საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 3 141 პირი პირისპირ ინტერვიუს პრინციპით გამოიკითხა. როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, კვლევის შედეგეის საშუალო ცდომილების ზღვარი +/-1,8%-ია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები