თბილისის მერია გამწვანების სამსახურის ხელმძღვანელს მომდევნო კვირას წარადგენს

დედაქალაქის მერის ინფორმაციით, მერია გამწვანების საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელს საკრებულოში მომდევნო კვირას წარადგენს.
როგორც ნარმანიამ განაცხადა,  აღნიშნულ თანამდებობაზე რამდენიმე ადამიანის კანდიდატურა განიხილება და მათგან საუკეთესო შეირჩევა.
”გამწვანების საქალაქო სამსახურის პოსტი ამჟამად ვაკანტურია. მიმდინარეობს შერჩევა და საბოლოო გადაწყვეტილებას წარვუდგენთ საკრებულოს, სავარაუდოდ, მომდევნო კვირას. არის რამდენიმე კანდიდატი როგორც უწყების შიგნით, ასევე მის გარეთ”, – განაცხადა დავით ნარმანიამ.
შეგახსენებთ, რომ თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსი ნინო სულხანიშვილი თანამდებობიდან 2017 წლის 5 იანვარს პირადი განცხადების საფუძველზე გადადგა.  მის გადადგომას ”პარტიზანი მებაღეები” ითხოვდნენ. ისინი საქალაქო სამსახურის უფროსს უკანონობაში ადანაშაულებდნენ, ვინაიდან მათი მტკიცებით, ყაზბეგის გამზირის #24-ში ხეების მოჭრასთან დაკავშირებით ნებართვა უკანონოდ გაიცა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები