პრეზიდენტის სიძე და მისი მეგობარი რესპუბლიკური საავადმყოფოდან გაწერეს

პრეზიდენტის სიძე, მინდია გოგოჭური და მისი მეგობარი მიხეილ თათრიშვილი რესპუბლიკური საავადმყოფოდან უკვე გაწერეს.

ექიმების განმარტებით, შესაბამისი მკურნალობა უკვე ჩატარდა და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
შეგახსენებთ, რომ გოგოჭურს და მის მეგობარს რამდენიმე დღის წინ, ბალანჩივაძის ქუჩაზე ცეცხლსასროლი იარაღით ჭრილობები მიაყენეს. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები