ავჭალაში, ბიჭვინთის და ჩიქვანაიას ქუჩების მცხოვრებლებს გაზის მიწოდება ავარიულად შეუწყდა

ავჭალაში, ბიჭვინთის და ჩიქვანაიას ქუჩების მცხოვრებლებს დღეს გაზის მიწოდება ავარიულად შეუწყდა, – ამის შესახებ „კვირას“ შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისიდან“ აცნობეს. კომპანიის ინფორმაციით, დღეს, 18:00 საათზე გაზმომარაგება ავარიულად შეუწყდა ავჭალაში, ბიჭვინთის ქუჩა №1, №1-ა, №2 და №3-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსებისა და ბიჭვინთის და ჩიქვანაიას მე-4 ჩიხის კერძო სექტორის მოსახლეობას. გაზის მიწოდება აღდგება ეტაპობრივად სამუშაოების დასრულებისთანავე.
“ყაზტრანსგაზ-თბილისი” ბოდიშს უხდის თავის აბონენტებს დისკომფორტისთვის და მოუწოდებს მათ არ დატოვონ უყურადღებოდ გაზის დანადგარები, ხოლო ონკანები ჰქონდეთ დაკეტილ მდგომარეობაში. მოქალაქეების მიერ უსაფრთხოების წესების შეუსრულებლობით გამოწვეულ შედეგებზე შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისი” პასუხისმგებელი არ არის“, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები