„რუსთავის წყალი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

კომპანია „რუსთავის წყალი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც “კვირა” უცვლელად გთავაზობთ:
“ორშაბათს, 16 იანვარს, დღის 11:00 საათიდან, საღამოს 19:00 საათამდე საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას, ქვესადგურ ,,გარდაბანი 500-დან“ გამავალ მაღალი ძაბვის ელექტრო გადამცემ ხაზზე, დაგეგმილი აქვს სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოება. სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში, უსაფრთხოების დაცვის მიზნით, ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება ხრამის სათავე ნაგებობებს, რის გამოც წყალმომარაგება შეეზღუდება: ქ. რუსთავის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროებს, მშენებელთა დასახლებას, ჩრდილოეთის სამრეწველო ზონას, მე-16 და მე-17 პენიტენციალურ დაწესებულებას და გარდაბანს.

წყლის მიწოდება, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, ეტაპობრივად დაიწყება და 19:00 საათიდან სრულად აღდგება.

კომპანია რუსთავის წყალი“ ბოდიშს უხდის აბონენტებს დისკომფორტისთვის და შეეცდება, ტექნიკური სამუშაოები რაც შეიძლება მოკლე დროში დაასრულოს”, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები