თამარ ტალიაშვილი თეატრის მოღვაწეებს ქართული თეატრის დღეს ულოცავს

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი, განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე, პროფესორი თამარ ტალიაშვილი თეატრის მოღვაწეებს ქართული თეატრის დღეს ულოცავს. ამის შესახებ ”კვირას“ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოდან აცნობეს.
როგორც თამარ ტალიაშვილმა აღნიშნა, 2016 წელს თბილისის მუნიციპალიტეტმა 50-მდე ახალი თავისუფალი თეატრალური პროექტი წაახალისა და ფინანსური მხარდაჭერა აღმოუჩინა მათ.
„ქართული თეატრის დღის აღნიშვნა 14 იანვარს გიორგი ერისთავის მიერ პირველი სპექტაკლის დადგმას უკავშირდება. ეროვნულ ფესვებზე დაფუძნებული ქართული სასცენო ხელოვნება საუკუნე-ნახევარზე მეტი ხნის განმავლობაში ღირსეულად ასრულებს საქართველოს მსოფლიო კულტურულ რუქაზე ბრწყინვალედ წარმოჩინების მისიას. ჯერ მარტო გასულ 2016 წელს, თბილისის მუნიციპალიტეტმა 50-მდე ახალი თავისუფალი თეატრალური პროექტი წაახალისა და ფინანსური მხარდაჭერა აღმოუჩინა. ვატარებთ და ვაფინანსებთ მნიშვნელოვან საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალებს. ნიშანდობლივია ისიც, რომ რეგიონში ერთ-ერთი პირველი ინკლუზიური თეატრალური სივრცეც, სპეციალური ტრენინგცენტრით, თბილისის სანდრო ახმეტელის სახელობის დრამატული თეატრის ბაზაზე მიმდინარეობს. სწორედ დღეს, ახმეტელის სახელობის თეატრი დაარსების 35 წლის იუბილესა და სანდრო ახმეტელის დაბადებიდან 130 წლისთავს აღნიშნავს. თეატრის სიდიადეს ხელოვნების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელთა შემოქმედების სინთეზი ქმნის. მინდა, თეატრის ყველა მოღვაწეს ბევრი პრემიერა და ბევრი აღტაცებული მაყურებელი ვუსურვო”, – განაცხადა ტალიაშვილმა.
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ცნობით, დღეს, თბილისის სანდრო ახმეტელის სახელობის დრამატული თეატრში, „წლის საუკეთესო თეატრალური ქმნილების კონკურსში გამარჯვებულთა დაჯილდოება გაიმართება. ღონისძიების ფარგლებში, გამოჩენილი მსახიობების – ნუგზარ ყურაშვილისა და გია ჯაფარიძის სახელობითი ვარსკვლავები გაიხსნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები