კომპანია ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ თბილისის მოსახლეობას ყოველკვირულ ანგარიშს აბარებს

 

მიმდინარე კვირის მანძილზე კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ თბილისის სხვადასხვა უბანში სარეაბილიტაციო სამუშაოებს აგრძელებს:

სამგორის რაიონში, კახეთის გზატკეცილზე, აეროპორტის ხიდის მიმდებარედ, სარებილიტაციო სამუშაოები დაიწყო – წყალსადენის ქსელის 2.3 კმ სიგრძის ამორტიზებული მონაკვეთი ახლით იცვლება.

ჩუღურეთის რაიონში, გედევანიშვილის ქუჩაზე, რეაბილიტაციის ფარგლებში, წყალარინების ქსელის 740 მეტრი სიგრძის მოძველებული მონაკვეთი ახლით იცვლება.

საბურთალოს რაიონში, ოდესის ქუჩაზე, წყალსადენის ქსელზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო – 730 მეტრი სიგრძის მონაკვეთი ახლით იცვლება.

ამავე რაიონში, ნურადინ ფრიდონის ქუჩაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო – წყალსადენის ქსელის 500 მეტრი სიგრძის ამორტიზებული მონაკვეთი ახლით იცვლება.

სამგორის რაიონში, დიდი ჯიხაიშის ქუჩაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოების მეორე ეტაპი აქტიურად გრძელდება – წყალარინების  ქსელის 560 მეტრი სიგრძის ამორტიზებული მონაკვეთი ახლით შეიცვალა.

ასევე სამგორის რაიონში, იუმაშევის ქუჩაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად გრძელდება – წყალარინების ქსელის 680 მეტრი სიგრძის მონაკვეთი ახლით შეიცვალა. საერთო ჯამში წყალარინების ქსელის 2800 მეტი სიგრძის მონაკვეთი შეიცვლება.

ნაძალადევის რაიონში,  ავშნის და ნუშის ქუჩებზე, მიმდინარე სარეაბილიტაციო პროექტის ფარგლებში – წყალსადენის ქსელის 1300 მეტრზე მეტი სიგრძის ამორტიზებული მონაკვეთი ახლით შეიცვალა.

საბურთალოს რაიონში, ფარსადანის ქუჩაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად გრძელდება – წყალსადენის ქსელის 450 მეტრი სიგრძის ამორტიზებული მონაკვეთი ახლით იცვლება.

ნაძალადევის რაიონში, ლოტკინის ხევის ქუჩაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულების ფაზაშია – წყალსადენის ქსელის 200 მეტრზე მეტის სიგრძის მოძველებული მონაკვეთი ახლით იცვლება.

ისნის რაიონში, დიდგორის ქუჩაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულების ეტაპზეა –  წყალსადენის ქსელის 320 მეტრი სიგრძის მონაკვეთი ახლით იცვლება.

2017 წლის მანძილზე კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სარეაბილიტაციო სამუშაოებს თბილისის 200 ქუჩაზე  განახორციელებს და 170 კმ-ზე მეტი ქსელი შეიცვლება.

15996105_1044393912371493_1235165828_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები