ვეტერანთა ოჯახის წევრებისთვის საახალწლო ღონისძიება გაიმართა

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შემეცნებით-საგანმანათლებლო ცენტრში ვეტერანთა ოჯახის წევრებისთვის საახალწლო ღონისძიება გაიმართა. როგორც ”კვირას“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ, პოლკოვნიკმა შალვა ჯაბახიძემ და სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, ვლადიმერ იმნაძემ მოზარდებს შობა-ახალი წელი მიულოცეს.
ბავშვების განწყობაზე მსახიობებმა ნუგზარ კვაშალმა და ვახტანგ ტატიშვილმა, მომღერალმა დავით არჩვაძემ, ანსამბლ „დიდგორის“ პატარა მოცეკვავეებმა, ასევე ანიმატორებმა იზრუნეს. ღონისძიებას მსახიობი ზურა შარია უძღვებოდა.
ვეტერანების შვილებსა და შვილიშვილებს სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.
საქართველოს რეგიონებსა და თბილისში ვეტერანთა ოჯახის წევრებისთვის გამართულ საახალწლო ღონისძიებებს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურმა გაუწია ორგანიზება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები