ამბროლაურის აეროდრომი ხვალ გაიხსნება

ამბროლაურის აეროდრომი ხვალ გაიხსნება. ადგილზე სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე დასრულებულია და აეროდრომი მგზავრების მისაღებად მზად არის.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში აცხადებენ, რომ პირველ ეტაპზე ფრენებს 19-ადგილიანი საფრენი აპარატით კომპანია Service Air შეასრულებს, რომელიც დღეს ფრენებს მესტიაში, ნატახტარში, ქუთაისში, ბათუმსა და ზუგდიდში ასრულებს. კომპანია ჩეხური წარმოების თვითმფრინავით იფრენს.
როგორც აეროპორტების გაერთიანებაში აცხადებენ, აეროდრომს შეუძლია 30-დან 50-მდე მგზავრიანი თვითმფრინავების მომსახურება.
რა ეღირება ფრენა და საერთოდ, რა დაჯდა აეროდრომის მშენებლობა, დეტალები უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები